ნაწყვეტი ზღაპრიდან:


«ოდესღაც ერთ წყნარ სოფელში, ფართო მდინარის მახლობლად, რომელიც ჩაედინებოდა დიდ ტბაში, უღრანი ტყის პირას, რომლის ზემოთ მშვენიერი მთა ბრწყინავდა, მთელი თავისი დიდებით ცხოვრობდა მოხუცი ქალი. ის მთელი ცხოვრება აგროვებდა ბალახებს და ეხმარებოდა ყველას, ვინც მის მოკრძალებულ ქოხში მოდიოდა.


    ერთხელ, დილით ადრე, როცა მოხუცი ისევ აგროვებდა ბალახს, შემოესმა მხიარული სიცილი. მიმოიხედა ირგვლივ, მაგრამ ვერავინ დაინახა. ამასობაში სიცილი ზარის მსუბუქ ხმას დაემსგავსა. უცებ ამ ხმას ძალიან რბილი, მოსიყვარულე ხმა შეერწყმა. ხმისკენ შებრუნდა და გაკვივრებულმა იცნო მაღალი, თეთრი, მოციმციმე არყის ხე, რომელიც მას ესაუბრებოდა. აქამდე ხეს მასთან არასდროს უსაუბრია.

-‹ ჩადი მდინარეზე იმ მიმართულებით, საიდანაც მზე ანათებს და დაინახავ.›

მოხუცმა ქალმა აიღო თავისი კალათა, ნახევრად სავსე სხვადასხვა ბალახებით, და ხეებს და ბუჩქებს შორის, ყვავილების მდელოს გავლით, მდინარისკენ გაემართა.

     მდინარეზე მან დაინახა აკვანი, გარშემორტყმული  თორმეტი დიდი წყლის შროშანით, რომელშიც ბავშვი იწვა. ის ცას შესცქეროდა და მხიარულად უღიმოდა მზეს. აკვნის ზემოთ თეთრი მტრედი გაჩნდა, ჰაერში გაჩერდა და ადგილზე ფრთხიალებდა. უეცრად ტყიდან ისევ გაისმა არყის ხის ხმა:

     - ‹ ეს ბავშვი შენთვისაა გამოგზავნილი, წაიყვანე შენს სახლში და ჩაიკარი შენს გულში, როგორც შენი შვილი.›

მოხუცი ქალი წყალში შევიდა, ახალშობილი აკვნიდან ფრთხილად ამოიყვანა და სურნელოვან ბალახებზე კალათაში ჩააწვინა. შემდეგ ტყის გავლით ახალშობილთან ერთად დაბრუნდა თავის მყუდრო ქოხში.»






წიგნის შესაკვეთად

დააწკაპუნეთ სურათზე





ელექტრონული წიგნის შესაკვეთად

დააწკაპუნეთ სურათზე





ღაპრის აუდიო ჩანაწერი (აუდიო ნიმუში).

ქართულად


აუდიო ნიმუშის მოსასმენად

დააწკაპუნეთ სურათზე






ვიდეო ნიმუში youtube-ზე ზღაპრიდან

ქართულად


დააწკაპუნეთ სურათზე ვიდეოს

ნიმუშის სანახავად







© Ad novam cogitandi


E: auteur@xn--pierrealiz-k7a.ch